English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლაშა არევაძე
სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორის შეფასება გარდამავალი ტიპის ეკონომიკებისათვის

გაფართოებული რეზიუმე

ამ ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის (დანახარჯების მახარის) შეფასება ზოგიერთი გარდამავალი ტიპის ეკონომიკებისათვის, უფრო ზუსტად კვლევა ეხება დსთ-ის წევრი ქვეყნების[1] (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი) და საქართველოს პანელური მონაცემების საფუძველზე სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორის შეფასებას. ზოგადად განვითარებადი ქვეყნებისათვის ამ მიმართულებით კვლევები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მათ შორის ამ ჯგუფის ქვეყნები არ წარმოადგენენ გამონაკლისს, ერთ ერთ დმაბრკოლებელ ფაქტორს ამ კუთხით წარმოადგენს მონაცემების სიმწირე.

ნაშრომი სწავლობს პოსტ საბჭოთა ეკონომიკებისათვის სახელმწიფო დანახარჯების ეფექტს და თუ როგორ არის აღნიშნული ეფექტი დამოკიდებული ეკონომიკურ მდომარებაზე, მაგალითად, რა გავლენას ახდენს მთავრობის ვალის დონე დანახარჯების ეფექტიანობაზე, ან რა ეფექტი აქვს დანახარჯების ცვლილებას კრიზისის დროს, როგორ იმოქმედებს დანახარჯების მულტიპლიკატორის ზომაზე გაცვლითი კურსის რეჟიმი და აშ.

მულტიპლიკატორის შესაფასებლად გამოყენებულია ორსაფეხურიანი ეკონომეტრიკული მოდელი, პირველ ეტაპზე ხდება ფისკალური პოლიტიკის წესის მოდელირება და დანახარჯების ეგზოგენური შოკის შეფასება, რაც წარმოადგენს პირველი საფეხურის მოდელის ნარჩენობით წევრს, ხოლო შემდგომ ეტაპზე ხდება მიღებული შოკის ეფექტის გავლენის შეფასება მთლიან შიგა პროდუქტზე. სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორი არ არის მუდმივი და ის იცვლება გამომდინარე იმ მაკროეკონომიკური გარემოდან რა დროსაც ხორციელდება დანახარჯების შოკი.

გლობალური ფინანსური კრიზისი შემდგომ (2008 წელი) ჩვენ სახეზე გვაქვს ეკონომიკური კვლევების გააქტიურებასთან, მათ შორის ფისაკლური პოლიტიკის და სამთავრობო დანახარჯების ეფექტიანობის შესახებ. განახლებული ინტერესი ამ საკითხის მიმართ უკავშირდება წამყვანი ქვეყნების მიერ უპრეცედენტო ფისაკლური სტიმულირების მექანიზმების გამოყენებას ნეგატიური შოკის შედეგების შერბილების მიზნით. სხვადასხვა შეფასების მიხედვით მთლიანი ანტი კრიზისული სტიმულირების პაკეტი მსოფლიო ეკონომიკებში ჯამში წარმოადგენდა 2.18 ტრ. დოლარს (რაც წარმოადგენდა იმ დროინდელი მთლიანი შიგა პროდუქტის 3.5%-ს). თანამედროვე ლიტერატურა ამ საკითხების შესწავლისას აჩვენებს ფისკალური პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას (დიდ მულტიპლიკატორს). მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამ მიმართულებით სწრაფად განვითარდა, განვითარებადი ქვეყნები ამ მიმართულებით ლიტერატურაში რჩებიან პერიფერიად და პოსტ საბჭოთა ქვეყნები არ წარმოადგენენ გამონაკლისს.

დღეს დღეობით შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს მხოლოდ ერთი მულტიპლიკატორი არამედ მისი ზომა დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. სამთავრობო დანახარჯების მულტიპლიკატორი დამოკიდებულია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების გამოდევნის ეფექტის ზომაზე, თუ ეს არხები დომინირებენ მაშინ დანახარჯების მულტიპლიკატორი არის მცირე და შეიძლება იყოს უარყოფითიც. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიტუაციისა თუ რეჟიმების გათვალისწინებაც, მაგალითად თეორიაში დანახარჯების მულტიპლიკატორი არის უფრო მაღალი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების დროს ბუმის საპირისპიროდ, ვინაიდან რეცესის დროს ეკონომიკური აგენტებს ექმნებათ ლიკვიდობის პრობლემა და სახელმწიფო დანახარჯებს შეუძლია ამ შეზღუდვის შემსუბუქება. ასევე კვლევები აჩვენებს, რომ დანახარჯების მულტიპლიკატორი უფრო დიდია ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმის შემთხვევაში მცურავი რეჟიმის საპირისპიროდ, ვინადიან იმ შემთხვევაში თუ კაპიტალის ბაზრი არ არის შეზღუდული, სამთავრობო დანახარჯების ზრდა იწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ხოლო იმისათვის რათა დაიცვას ფიქსირებული კურსი ცენტრალურ ბანკს მოუწევს მონეტარული ექსპანსიის განოხრციელება, რაც ასევე დადებითი მოთხოვნის შოკია ეკონომიკასთვის, მონეტარული პოლიტიკის მსგავს ცვლილებას და დამატებით შოკს ადგილი არ აქვს მცურავი კურსის შემთხვევაში და დანახარჯების მულტიპლიკატორი შესაბამისად მცირეა, ამდენად მულტიპლიკატორის ზომა დამოკიდებულია ეკონომკურ მდგომარეობაზე. ლიტერატურაში ერთ ერთი გავრცელებული მოსაზრება განვითარებადი ქვეყნებისათვის არის ის რომ მულტიპლიკატორი არის უფრო მცირე ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. თუმცა ამ ეკონომიკებში სამთავრობო ინვესტიციების მულტიპლიკატორის ზომა არის უფრო დიდი ვიდრე მოხმარების მულტიპლიკატორი, ასევე მულტიპლიკატორი მცირეა თუ ქვეყნის ვალის დონე დიდია და  საინტერესოა რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ რეცესიის დროს საბიუჯეტო კონსოლიდაცია იყოს დადებითი შედეგის მომტანი, ვინაიდან ამ დროს კონსოლიდაცია,  დეფიციტის და ვალის შემცირება ამცირებს ქვეყნის რისკ პრემიუმს რაც დადებითად მოქმედებს გამოშვებაზე.

კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის საფუძველზე სამთავრობო დანახარჯების უპირობო მულტიპლიკატორის[2] ზომა პოსტ საბჭოთა ქვეყნების პანელისათვის არის 0.3. აღსანიშნავია, რომ ეს შეფასება ახლოს არის განვითარებადი ქვეყნების შესახებ სხვა ნაშრომების შედეგებთან. მულტიპლიკატორი ამ შემთხვევაში აჩვენებს, ბიუჯეტიდან 1 დოლარის ხარჯვა ამ ქვეყნებში იწვევს 0.3 დოლარით მშპ-ის ზრდას, შესაბამისად დანახარჯების შოკის ექსპანსიური შედეგი საკმაოდ მცირეა.

უპირობო მულტიპლიკატორთან ერთად  ასევე კვლევაში შეფასებულია პირობითი მულტიპლიკატორებიც სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. მაგალითად, ქვეყნების ამ პანელისათვის ემპირიულად დასტურდება, რომ კრიზისის დროს ფისკალური ექსპანსია შეიძლება იყოს კონტრ პროდუქტიული და პირიქით საბიუჯეტო კონსოლიდაციას რეცესსის დროს გააჩნია დადებითი მულტიპლიკაციური ეფექტი. საბოლოოდ, კვლევაში განხილული ორასფეხურიან მოდელზე დაყრდნობით ჯგუფის ქვეყნები არ უნდა ელოდნენ ძლიერ მულტიპლიკაციურ ეფექტს დანახარჯების შოკის განხორციელების დროს თავიანთ ეკონომიკებზე, ამასთან დასტურდება, რომ სამთავრობო დანახარჯების კონსოლიდაციას კრიზისის დროს ამ ქვეყნებში გააჩნია დადებითი  ეფექტი ეკონომიკაზე.



[1] მთლიან ჯგუფს დარჩენილ ნაწილში მოვიხსენიებ როგორც პოსტ საბჭოთა გარადამავალი ტიპის ეკონომიკებს, უფრო მოკლედ კი პოსტ საბჭოთა ეკონომიკებს (კვლევა არ მოიცავს ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის შემთხვევას, ვინაიდან ამ ქვეყნების ინსტიტუციონალური განვითარების დონე განაპირობებს დანახარჯების ეფექტის განსხვავებულ ზომას).

[2] უპირობო მულტიპლიკატორში იგულისხმება, მულტიპლიკატორის შეფასება მოდელში როდესაც განხილული არის შოკის გავლენა სხვადასხვა ეკონომიკურ მდგომარეობასთან (რეცესია/ექსპანსია, ვალის დონე, ეკონომიკის გახსნილობის მაჩვენებელი და აშ.) ინტერაქციის გარეშე.